Monday, August 23, 2010

2009 წლის 2 დეკემბერს დანიის დედაქალაქის შემოგარენში - ბოლერაპში მუშაობა დაიწყო კლიმატისა და გარემოს დაბინძურების პრობლემებისადმი მიძღვნილმა პლენერმა, რომელშიც მსოფლიოს 25 ქვეყნის 112 ბავშვი მონაწილეობდა. პლენერის დევზი იყო ,,ბავშვები ქმნიან კლიმატს”.
პლენერი წინ უსწრებდა კლიმატისა და გარემოს დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მე-15 სპეციალურ კონგრესს.
პლენერის ორგანიზატორი იყო ბავშვთა მსოფლიო საგანმანათლებლო მოძრაობა. SOS ბავშვთა სოფელ ,,ქუთაისის” 4 აღსაზრდელს:  მედეა და გურამ გუმბერიძეს ვლადიმერ კეპულაძეს და ვლადიმერ გარდაფხაძეს წილად ხვდათ ამ საბავშვო ფორუმზე საქარველოს წარმოდგენა. ბავშვების ჯგუფს ხელმძღვანელობდა SOS ბავშვთა სოფელ ,,ქუთაისის” უცხოელ სპონსორებთან მუშაობის თანამშრომელი ნინო კანკავა.
დაბა ბოლერაპი კოპენჰაგენის შემოგარენში მდებარეობს და საბავშვო კომუნას წარმოადგენს. აქ არის გრანდიოზული ,,ჰიერაპ არენა”, რომლის სახელწოდება დანიელი მხატვრის ჰენრი ჰიერაპის  სახელთანაა დაკავშირებული.
ფორუმზე წასვლადმე ჩვენმა აღსაზრდელებმა CNN საქართველოს პროგრამების კოორდინატორის ბადრი მაჭავარიანის დახმარებით მიიღეს ინფორმაცია ბავშვთა საგანმანათლებლო მოძრაობაზე ,,საგნებს ლაპარაკი შეუძლიათ”, გაეცვნენ ჰერნრი ჰიერაპის ბიოგრაფიასა და საქმიანობას, დაამზადეს კომპოზიციები უვარგსი და გადაყრილი ნივთებისაგან, განათავსეს საკუთარი ნამუშევრები და გარემოს დაცვის წინადადებები ინრტერნეტში Things talk-ის ოფიციალურ საიტზე, განახორციელეს მწვანე აქცია მუხნარის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, SOS სოფელში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილები გარემოს დაცვისა და კლიმატის საკითხებზე, გაიხსნა ბავშვების ნამუშევრების გამოფენა.
ბავშვთა სოფელ ,,ქუთაისის” დელეგაცია კოპენჰაგენში 2 დეკემბერს ჩაფრინდა. საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ დაიწყო მუშაობა აქტიობის ცენტრებში. თავდაპირველი მოთელვის შემდეგ ჩვენი გუნდი ხატვის აქტიობის ცენტრში მოხვდა და გაიარა მასტერკლასი. ხატვის აქტიობის ცენტრის ხელმძღვანელის, დანიელი მხატვარ-ილუსტრატორის - იარლ ეგებერგის ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა მოიფიქრა მოთხრობა და წარმოადგინა საკუთარი პრეზენტაცია პოსტერის სახით, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ორგანიზატორებში.
ჩვენი აღსაზრდელები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე დანიის დედაქალაქში, რისთვისაც ისინი განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენიებენ პროგრამის ხელმძღვანელს ბ-ნ ანდერს ლევინსონს, რომელმაც სითბო და ყურადღება გამოიჩინა ჩვენი დელეგაციის მიმართ.
საბავშვო ფორუმი 6 დეკემბრამდე გრძელდებოდა. ჩვენმა აღსაზრდელებმა დაამყარეს კონტაქტები უცხოელ თანატოლებთან, შეიძინეს მეგობრები, გაეცვნენ გარემოს დაცვისა და კლიმატის გაუმჯობესების საკითხებს.